LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Our Time is Right now- პირველი ქართული ინტერნეტჟურნალი ბიზნესზე იუბილარია

116

„შეიძლება ფიქრობდეთ, რომ დიდი მიზნები და განსაკუთრებული ხედვა მხოლოდ დიდ კომპანიებს შეუძლიათ… მაგრამ, პატარა მედია-სტარტაპიც ახერხებს იმას, რომ იყოს „ჰარვარდის” პირდაპირი პარტნიორი, ახერხებს იყოს ღირსეული პარტნიორი „კანის რეკლამის ფესტივალის” და ამავდროულად, ადგილობრივ ბაზარზე რჩება სასარგებლო საინფორმაციო წყაროდ”, – ამის შესახებ „მარკეტერის” დამფუძნებელი აკო ახალაია „ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.

პირველი ქართული ინტერნეტჟურნალი ბიზნესზე – დღეს იუბილარია. Marketer.ge- 6 წლის გახდა.  როგორც „ფორტუნას” მისმა დამფუძნებელმა განუცხადა, „მარკეტერმა” დღემდე განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპები განვლო.

„ჩვენ ვიყავით პირველები საქართველოში, ვინც შემოქმედებით ინდუსტრიაზე დაიწყო წერა. მალევე მივხვდით, რომ ძალიან ბევრს აინტერესებდა ჩვენს ქვეყანაში ის, რაზეც ვწერდეთ. ბევრისთვის გავხდით შთაგონების წყარო, გაეკეთებინათ რაღაც ისეთი, რის შემდეგაც ჩვენ მასზე დავწერდით. ამიტომ, მგონია, რომ ეს 6 წელი საკმაოდ ნაყოფიერი და წარმატებული იყო”, – აღნიშნა ახალაიამ.

მისივე ინფორმაციით, დაარსებიდან მალევე „მარკეტერმა” საერთაშორისო, უმსხვილეს კომპანიებთან თანამშრომლობა და მათი გამოცდილების გაზიარება დაიწყო.

”6 წლის შემდეგაც გვინდა, ხიდებისა და კავშირების შენება მსოფლიოს წამყვან წერტილებთან. შეიძლება მიიჩნევდეთ, რომ დიდი მიზნები და განსაკუთრებული ხედვა მხოლოდ დიდ კომპანიებს შეუძლიათ, მაგრამ პატარა მედია-სტარტაპიც ახერხებს იმას, რომ იყოს „ჰარვარდის” პირდაპირი პარტნიორი, ახერხებს იყოს ღირსეული პარტნიორი „კანის რეკლამის ფესტივალის” და ამავდროულად, ადგილობრივ ბაზარზე რჩება სასარგებლო საინფორმაციო წყაროდ. მოკლედ, ძალიან ვამაყობ ყველა მხარდამჭერით – თუ დღეს „მარკეტერი” რამეს ქმნის და აკეთებს, არის ყველა იმ ადამიანის დამსახურება, რომელიც ჩვენ გვერდით არის და გვეხმარება იდეის შენარჩუნება/განვითარებაში. „მარკეტერს” ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვს სათქმელი. Our Time is Right now”, – განმარტა „მარკეტერის” დამფუძნებელმა.

რაც შეეხება პირველი ქართული ინტერნეტჟურნალის სამომავლო გეგმებს, აკო ახალაია ამბობს, რომ იგეგმება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში იმ პროდუქტის გატანა, რასაც „მარკეტერი ქმნის”. ამასთან,  კიდევ უფრო მეტი კავშირის დამყარება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან და მათი პროექტების ჩამოტანა საქართველოში.

ცნობისთვის, Marketer.ge 2011 წლის 1 სექტემბერის დაარსდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g