Ultimate Classic Rock-ის ინფორმაციით, Black Sabbath-ის ყოფილი ფრონტმენის, ლეგენდარული მუსიკოსის, ოზი ოსბორნის ახალი ალბომი 2020 წლის იანვარში გამოვა.
ამის შესახებ განცხადება მომღერლის მეუღლემ, შერონ ოსბორნა გააკეთა. მისი ინფორმაციით, ოზიმ ალბომზე მუშაობა უკვე დაასრულა.
,,წელს ოზის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, თუმცა, ახლა უკეთ გრძნობს თავს. მან ალბომზე მუშაობა ახლახან დაასრულა, ჩანაწერი იანვარში გამოვა”, – განაცხადა შერონმა.
შეგახსენებთ, ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს მუსიკოსის პირველი სოლო ნამუშევარი იქნება.