LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოზი ოსბორნმა ახალ ალბომზე დაიწყო მუშაობა

74
ozzy

წლის დასაწყისში ლეგენდარულმა მუსიკოსმა, ოზი ოსბორნმა თაყვანისმცემლები არაერთი საინტერესო ნამუშევრით გაანებივრა. კოლაბორაციები ელტონ ჯონთან, სლეშთან, პოსტ მელონთან , მუსიკოსმა ალბომიც გამოუშვა და დოკუმენტური ბიოგრაფიული ფილმიც გადაიღო.

ასევე აღსანიშნავია, რომ Black Sabbath-ის ყოფილ ფრონტმენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა, არტისტს  პარკინსონის დაავადება დაუდგინეს, თუმცა, როგორც ჩანს ახლა ოზი თავს კარგად გრძნობს და ახალ  აბომზე მუშაობს. აღნიშნული  ინფორმაცია მუსიკოსის მეუღლემ, შერონ ოსბორნმა  გაავრცელა.

„ოზიმ პროდიუსერ ენდრიუ უოტთან ერთად  ახალ ალბომზე დაიწყო მუშაობა და მისი შეჩერება შეუძლებელია. ამდენი მკურნალობით ძალიან დაიღალა, თუმცა, ის ახლა თავს კარგად გრძნობს, მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდება“. – განაცხადა შერონმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები