LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოზი ოსბორნმა პარკინსონის დაავადების გამო ჩრდილოატლანტიკური ტურნე გადადო

127
safe-image

ერთი თვის წინ, ლეგენდარული ჯგუფის, Black Sabbath-ის დამაარსებელს,  71 წლის როკ-მომღერალს, ოზი ოსბორნს პარკინსონის დაავადება დაუდგინეს. აპრილში ის სამკურნალოდ შვეიცარიაში მიემგზავრება, ამის გამო არტისტმა ჩრდილოატლანტიკური ტურნე გადადო, ამის შესახებ „ბიბისი” წერს.

რაც შეეხება ევროპული ნაწილის ტურნეს,  ოზის ის ჯერჯერობით არ გადაუდია. პირველი კონცერტი, ნიუკასლში, ოქტომბერშია დაგეგმილი.

„ყველას მადლობა მოთმინებისთვის, მათ, ვისაც ბილეთები უკვე  ნაყიდი ჰქონდათ, პრივილეგია ექნებათ და ბილეთების შეძენას პირველები შეძლებენ” – წერს მუსიკოსი.

შეგახსენებთ, ლეგენდარული არტისტის ახალ ალბომს, Ordinary Man, პირველად, 21 თებერვალს მოვისმენთ.

ოზი ოსბორნზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის თრეილერი გავრცელდა

აღსანიშნავია, რომ ფილმის ერთ-ერთი პრდიუსერი ოზის მეუღლე, შერონ ოსბორნია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები