,,ინსტაგრამზე” ოზუნას ექაუნთი აღარ იძებნება. გაირკვა, რომ პუერტო-რიკოელმა შემსრულებელმა სოციალური ქსელი გააუქმა.
27 წლის ვარსკვლავს მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი არ განუმარტავს.
აღსანიშნავია, რომ ინტერნეტში მომღერლის ,,ფეისბუქისა” და ,,ტვიტერის” გვერდები კვლავ აქტიურია.
შეგახსენებთ, რომ ოზუნა სულ მალე მესამე სტუდიურ ალბომს, Nibiru გამოუშვებს, რის გამოც ფანები ვარაუდობენ, რომ მისი ,,ინსტაგრამის” დეაქტივაცია ახალი დისკის სარეკლამო კამპანიის ნაწილია.