ოზურგეთის რაიონში, კურორტ გომისმთაზე მოთოვა.
ვიდეოს სოციალურ ქსელში მერაბ სანიკიძე ავრცელებს.
სინოპტიკოსების ცნობით, საქართველოში უამინდობა უახლოესი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება, ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად, არსებულთან შედარებით 15-17 გრადუსით დაიწევს.