ანიტა რაჭველიშვილის სიმღერას, რომელიც მან საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას შეასრულა დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარებს პაატა ბურჭულაძემ უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ ანიტა რაჭველიშვილის სიტყვით გამოსვლამ და სიმღერამ მთავრობამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
“საპროტესტო აქციაზე ანიტა რაჭველიშვილის სიტყვით გამოსვლამ და სიმღერამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია მთავრობაში და იმავე წუთში ჩართეს მათი 7 წლის განმავლობაში ერთადერთი წარმატებული იარაღი – ტროლები, რომლებმაც ჩვეული მონდომებით და უხვი შეურაცხყოფით შეამკეს ანიტა. აქ ახალი არაფერი არ არის, რადგან ამას ჩვენი მთავრობიდან შეჩვეულები ვართ, მაგრამ მინდა ერთ კომენტარზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც გადავამოწმე და ტროლი არ არის. ერთმა ქალბატონმა მიწერა ანიტას: “ანიტა, ერთი ყროყინი შეგიძლია და რამდენს ბედავ” უცებ გამახსენდა ბიძინა ივანიშვილი, მისი გარემოცვა და დავინახე ის სამწუხარო რეალობა,რომ ანიტას სიმღერა მათვის მართლა ყროყინის ტოლფასია. ჩემო საყვარელო ანიტა, ღმერთს ვთხოვ, რომ მრავალი წელი ასე “გაყროყინოს”ჩვენი ქვეყნის საბედნიეროდ. გკოცნი 

