LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა ბურჭულაძე: „დაბადების დღის მოსალოც ჯარიმას ხვალ გავასაჩივრებ, გამოგონილი სიცრუის გამო, ივანიშვილისთვის 5 000 ლარის გადახდას არ ვაპირებ“

151
პაატა ბურჭულაძე

„დაბადების დღის მოსალოც ჯარიმას ხვალ 11 საათზე გავასაჩივრებ საქალაქო სასამართლოში. გამოგონილი სიცრუის გამო, ივანიშვილისთვის 5000 ლარის გადახდას არ ვაპირებ“, – ამის შესახებ საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს.

„5000 ლარით დამაჯარიმეს.. პოლიციელს, რომელსაც ეს დავალება უნდა შეესრულებინა ხელები უკანკალებდა, რა დღეში ჩააგდეს ქართული პოლიცია“ – პაატა ბურჭულაძე

„კიდევ მინდა ვთქვა, რომ იმ უდიდეს სითბოს, რაც 12 თებერვალს, რუსთაველზე, ჩემს 70 წლის იუბილეზე, ხალხისგან მივიღე მავნებლები ოდნავაც ვერ გაანელებენ ვერასდროს. ეს სიყვარული არ იყიდება არც 5000 ლარად და არც 5 მილიარდად!

აქვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საია-ს იურისტს ნიკა სიმონიშვილს, რომელიც იმ დღესვე გამომეხმაურა.

ღირსეული ადამიანები ბევრად მეტი გვყავს საბედნიეროდ და ეს არის ჩვენი მთავარი ძალა! ბრძოლა ბოლომდე!“ – წერს პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში.

დაბადების დღის მოსალოც ჯარიმას ხვალ 11 საათზე გავასაჩივრებ საქალაქო სასამართლოში. გამოგონილი სიცრუის გამო,…

Posted by Paata Burchuladze on ორშაბათი, 17 თებერვალი, 2025

„ტრაგიკომედიაა და ბევრის მთქმელი, რომ ვინც აჯარიმებს პაატა ბურჭულაძეს ის ვერ ერკვევა თუნდაც იმაში, თუ სად დგას პარლამენტის შენობა და სად ოპერის!“ – სალომე ზურაბიშვილი

ცნობისათვის, პაატა ბურჭულაძე შსს-მ 5 000 ლარით დააჯარიმა. მას გამოძიება გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება. შსს-ის წარმომადგენლებმა ჯარიმის ქვითარი მომღერალს 13 თებერვალს სახლში მიუტანეს, რისი ამსახველი კადრებიც პაატა ბურჭულაძემ სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.

ვიდეო: „ეს ჯარიმა ერთის მხრივ ტრაგიკულია, მეორეს მხრივ სასაცილო… ძალიან გულზე მოხვდათ ალბათ“ – პაატა ბურჭულაძე შსს-ს მიერ 5000 ლარით დაჯარიმებაზე

პაატა ბურჭულაძე: ცოტაც უნდა გავუძლოთ და ესენი ჩამოიშლებიან – უაზრო ჯარიმები, დაკავებები, კანონები, რასაც წერენ – ყველაფერი მათ სისუსტეზე მეტყველებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g