LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა ბურჭულაძე: „დღეს არის დიდგორი! გამოდით ყველანი გარეთ, დროშები არ დაგავიწყდეთ!“

121
პაატა ბურჭულაძე

„ქალბატონებო და ბატონებო, დღეს არის დიდგორი. საქართველო იბრუნებს თავისუფლებას. გამოდით ყველანი გარეთ, დროშები არ დაგავიწყდეთ. დროშა გვაქვს დღეს საქართველოს მოქალაქეებს დასაცავი“, – ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.

როგორც ბურჭულაძემ თბილისის საკრებულოსთან მედიას განუცხადა, „წავიკითხავთ დეკლარაციას, რომელსაც მიიღებს ქართველი ხალხი და იმ წუთიდან ხელისუფლება ხალხის ხელში იქნება“:

„ქალბატონებო და ბატონებო, დღეს არის დიდგორი. საქართველო იბრუნებს თავისუფლებას. გამოდით ყველანი გარეთ, დროშები არ დაგავიწყდეთ. დროშა გვაქვს დღეს საქართველოს მოქალაქეებს დასაცავი. ამიტომ, ყველაფერი კარგად არის, უამრავი ხალხი გამოვა. ყველა დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და გავთავისუფლდებით ბიძინა ივანიშვილისგან და მისი რეჟიმისგან. ვიყოთ ერთად, ბრძოლა ბოლომდე, ჩვენ გავიმარჯვებთ. გამარჯვება გარდაუვალია. ვუყურებდი ახლა ბევრი საპოლიციო ძალა იყო იქით და აქეთ, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით – აცდენენ ამ ბიჭებს და ქვეყნის მოღალატეების მხარეს აყენებენ, მაგრამ დარწმუნებულო ვარ, ისინი ჩვენზე ხელს არ აწევენ. ვინც აწევს, ის ინანებს. ჩვენ მოვედით მშვიდობიანად და აუცილებლად გავიმარჯვებთ, სხვა გზა არ არსებობს, ყველაფერი კარგად იქნება. გამოდით გარეთ, მთელი საქართველო აქ უნდა იყოს. აქ იქნება სცენა, წავიკითხავთ დეკლარაციას, რომელსაც მიიღებს ქართველი ხალხი და იმ წუთიდან ხელისუფლება ხალხის ხელში იქნება“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

ფოტო სლაიდზე: „ინტერპრესნიუსი“

Dio magti 5g