LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა ბურჭულაძე: “ვუერთდები მამუკა ხაზარაძის ინიციატივას და მზად ვარ დავაფუძნო წალენჯიხაში ფონდ ,,იავნანას” ადგილობრივი ორგანიზაცია

173
1439132156482291

ფონდი “იავნანა” წალენჯიხაში ადგილობრივ ორგანიზაციას დააფუძნებს.

ამის შესახებ პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბურჭულაძე აღნიშნავს, ფონდი წალენჯიხაში მზრუნველობამოკლებულ, მრავალშვილიან ოჯახებს დაეხმარება.

“ჩემო მეგობრებო, ვუერთდები მამუკა ხაზარაძის ინიციატივას და მზად ვარ დავაფუძნო წალენჯიხაში ფონდ-,,იავნანას” ადგილობრივი ორგანიზაცია, რომლის მიზანიც იქნება წალენჯიხაში მზრუნველობა მოკლებული მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დახმარება,”-წერს პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები