LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა ბურჭულაძე: წამზომს ურთავენ ოჯახებს და სახლებიდან ყრიან… სახელმწიფოს ვკარგავთ!

125
68701105-1279892575526035-6603090889898196992-n

ფონდ „იავნანას“ დამფძნებელი პაატა ბურჭულაძე, სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესებს “ფეისბუქში” ეხმიანება. მისი განცხადებით, იმის მაგივრად, რომ ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახებს იცავდეს, ანტისახელმწიფოებრივი ფილმების გადაღებით არის დაკავებული.

„დღისით, მზისით, ოთხ-ხუთ ოკუპანტ სამხედროს ვერ უვლიან, ოკუპირებულ ტერიტორიას აფართოვებინებენ! წამზომს ურთავენ ოჯახებს და სახლებიდან ყრიან და ეს მავნებლები ანტისახელმწიფოებრივი ფილმების გადაღებით არიან დაკავებული.

იმის მაგივრად, რომ ამ ოჯახებს იცავდნენ დღეს ისევ 11 წლის წინ რა იყო იმის გარჩევაზე და გადაბრალებაზე უნდათ ყურადღების გადატანა. ივანიშვილი მოსწრებაზეა, აგვისტოში უნდა ყველა “შავი საქმის” მოთავება, რომ სექტემრიდან არავინ და არაფერი აღარ აწუხებდეს.

გორის მერი გუგუტიანთკარში გონიოში დასვენების შემდეგ ჩავა

გორის მერი პროცესების შესახებ საქმის კურსშია

აღარც რუსთავი2, აღარც ტვ პირველი, აღარც პროტესტანტები, თუ ვინმე ლიდერი გამოჩნდა ყველას წინააღმდეგ პროკურატურამ საქმე აღძრა…. სახელმწიფოს ვკარგავთ! ყოველ დღე რაღაც ახალ მავნებლობას სჩადიან,“ – წერს პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g