LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა ბურჭულაძეს დაფინანსებაზე უარი უთხრეს და პარტიას აღარ ქმნის

60

პაატა ბურჭულაძემ მთავარი დამფინანსებელი დაკარგა, ინფორმაციას „ვერსია“ ავრცელებს. საუბარია შვეიცარიის მოქალაქე, რუსეთში მოღვაწე ცნობილ ქართველ ბიზნესმენ დავით იაკობაშვილზე, რომელიც პაატა ბურჭულაძის მეგობარია.

“იაკობაშვილს წვენებისა და რძის პროდუქტების ერთერთი უმსხვილესი კომპანია „ვიმ ბილ დანი“ ეკუთვნის, რომელიც საქართველოში „სოფლის ნობათის“ სახელითაა ცნობილი. იგი რუსეთის მეწარმეთა და ბიზნესმენთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი და სავაჭრო-სამრეწველო პალატის მმართველი ორგანოს წევრია, ასევე რუსულ-ამერიკული ბიზნესთანამშრომლობის საბჭოს პრეზიდენტი და ა.შ. ჩვენი ინფორმაციით, დავით იაკობაშვილი და ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ძველი მეგობრები არიან. თუმცა მათ მეგობრობას კეზერაშვილ-იაკობაშვილის საერთო ბიზნეს ინტერესებისთვის ხელი არ შეუშლია. იაკობაშვილმა კეზერაშვილის წილები სწორედ მაშინ იყიდა, როცა ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე. გამორიცხული არ არის, ორ მილიარდერს შორის ეს განხეთქილების მიზეზი კი არა, როგორც პოლიტკულუარებში ვარაუდობენ, შეთანხმების საგანი ყოფილიყო. მით უმეტეს, შეძენილი ბიზნესიდან, იაკობაშვილმა სახელმწიფოს სასარგებლოდ, 10 მლნ დოლარი უკვე დააბრუნა, რომელიც კეზერაშვილს რკინიგზის ერთ-ერთი გადამზიდი კომპანიიდან „ლევად“ შესდიოდა. ან ის რატომაა გამორიცხული, მეგობრობის ხათრით, დავით იაკობაშვილს მართლაც უარი ეთქვა პაატა ბურჭულაძის ახალი ძალის დაფინანსებაზე, რომელიც ბოლო დროს, „ნაციონალების პროექტადაა“ შერაცხული. ჩვენი ინფორმაციით, ბურჭულაძის დაფინანსებაზე უარის თქმა სწორედ ორი მილიარდერის მეგობრობის შედეგია. შესაბამისად, ბურჭულაძე აღარც პარტიას აფუძნებს და არჩევნებსაც გამოეთიშა,“ – წერს „ვერსია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g