„ამ კრიზისმა გამოგვაწრთო, ნამდვილი მარხვა მოგვიწყო, სულიერად და ხორციელად ვიწმიდნებით და ჩვენში აღარ დარჩა სიყალბის ადგილი, თუ რამეს ვაკეთებ, ვცდილობ ეს თავსმოხვეული სიყალბე და სიცრუე გავარღვიო და ჩემი თანამოქალაქეების გულამდე მივიტანო ის, რასაც ვგრძნობ“, – ამის შესახებ დრამატურგმა პაატა ციკოლიამ „ტვ პირველის“ ეთერში, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრის დროს განაცხადა.
პაატა ვიკოლიამ, რომელიც მიმდინარე საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილოებს, თქვა, რომ „ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ახალი საქართველოს დაბადებას ვუყურებთ“.
„სინდისი მკარნახობს, როგორც მე ვხედავ ის გაგიზიაროთ, თუ ვცდები, საკუთარ რეპუტაციას ვდებ სასწორზე, მეტსაც ვდებ სასწორზე – როდესაც ბოლო პროტესტების განმავლობაში იქ ვარ, ვიბრძვი, ეპიცენტრში ვარ, თავისუფლებასაც ვრისკავთ, ჯანმრთელობასაც და სიცოცხლესაც…
28 ნოემბრის შემდეგ რასაც ესენი აკეთებენ, ეს არის ბანდიტიზემი, შეურაცხყოფა საკუთარი ხალხის, ეს არის სულში ჩაფურთხება.
ჩვენ ვართ ნამდვილი მორწმუნეები, ვისაც იმ იდეალების ნამდვილად გვწამს და გვჯერა. ეს ნამდვილი იდეალიზმია, რაც საქართველოში თამაშდება და ამათ უნდათ, ეს უხეში ძალით, ხარებს ბანდიტებით ჩაკლან. რამდენიც უნდა დააპატიმრობნ, არ გამოუვათ, რადგან ვერ მოერევა ვერც თბილისს და ვერც საქართველოს 2-3 ბანდა. საზოგადოება ფეხზე დგას.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვუყურებთ ახალი საქართველოს დაბადებას, რუსთაველის პროსპექტზე ყველა ვართ თანასწორი და გვათანასწორებს რწმენა, რომ გვინდა წესრიგიანი სახელმწიფო, რომელსაც ვიმსახურებთ.
სიმართლე ჩვენკენ არის. მივაგნებთ ფორმას, რომლითაც საზოგადოება ამათ ეტყვით, რომ არ გაგივათ ძალადობა, ვერ ჩაგვაფურთხებთ სულში და არ დაგიტოვებთ ტყვეობაში ჩვენს ახალგაზრდებს.
ამ კრიზისმა გამოგვაწრთო, ნამდვილი მარხვა მოგვიწყო, სულიერად და ხორციელად ვიწმიდნებით და ჩვენში აღარ დარჩა სიყალბის ადგილი“, – თქვა პაატა ციკოლიამ.