LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა მანჯგალაძე: „არანაირი ორგანიზებული ჯგუფი არ ვიყავით, სურათის გადაღების გარდა არაფერი გვაკავშირებდა, არც ერთ ნაწილში არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ – ყოველთვის ვამბობდი, რომ მხარს ვუჭერდი აქციას, მაგრამ არ ვარ ორგანიზატორი“

105
პაატა მანჯგალაძე

არანაირი ორგანიზებული ჯგუფი არ ვიყავით, სურათის გადაღების გარდა არაფერი გვაკავშირებდა – არც ერთ ნაწილში არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული „სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც მანჯგალაძე აცხადებს, ის ყოველთვის ამბობდა, რომ მხარს უჭერდა აქციას, მაგრამ არ იყო ორგანიზატორი.

მისივე თქმით, ხალხი აქციაზე სამშობლოს და თავისუფლების სიყვარულმა გამოიყვანა და თუ ეს უსამართლობა გაგრძელდა, კიდევ გამოვა.

„პირველ რიგში, ბოდიში და მადლობა იმ ადამიანებს, ვინც გვერდში მიდგას, მაგრამ რასაც გვედავებიან, არც ერთ ნაწილში არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ. მე ვარ კონსტიტუციონალისტი და ძალიან კარგად ვიცი, როდის როგორ ვმოქმედებდი. „ძალაუფლება არის უზურპირებული და აუცილებელია მშვიდობიანი ცვლილება“ – ამის იქით არც ერთი სიტყვა არ მითქვამს არასდროს და ახლაც იმავეს ვამბობ.

ჩვენ გარდა მშვიდობიანი ცვლილებისა, სხვა მიზანი არ გვქონია. მე ვიყავი ამ ხალხთან ერთად და ვმოქმედებდი მშვიდობიანად, კონსტიტუციურად და იმის იქით არაფერი გამიკეთებია. არანაირი თანამდებობისთვის, არანაირი ძალაუფლებისთვის არც ერთი ადამიანი იქ არ ყოფილა გამოსული. სამშობლოს და თავისუფლების სიყვარულმა გამოიყვანა ხალხი და კიდევ გამოვა თუ ეს უსამართლობა გაგრძელდა.

ჩვენი მოტივაცია არ არის ვინმეს განადგურება, მოტივაცია არის რომ ძალაუფლება დაუბრუნდეს ხალხს, ვისაც ეკუთვნის. იმ აქციაზე იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში მოითხოვდნენ ცვლილებას.

მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მე მხარს ვუჭერდი აქციას, მაგრამ არ ვარ ორგანიზატორი“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g