LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა მანჯგალაძე: ნიკა მელია, როგორც ჩანს, მძიმედ აღიქვამს იმას, რომ ხაბეიშვილთან კონკურენციის დროს წარმატებას ვერ მიაღწია

391
BeFunky-collage (1)

ნიკა მელია, როგორც ჩანს, ძალიან მძიმედ აღიქვამს იმას, რომ ლევან ხაბეიშვილთან კონკურენციის დროს წარმატებას ვერ მიაღწია – მიხეილ სააკაშვილმა კი ყველას ცივი წყალი გადაასხა, რომ ამ პარტიაში გადაწყვეტილებას თავად იღებს და არანაირი არაფორმალური მმართველობა არაა,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

ნიკა მელია: მიშამ თქვა და გააკეთე, არ არის გზა, რომლითაც მე დავდივარ, მით უმეტეს არ მივიღებ მოწოდებას მათგან, ვინც უცნაური ტრაექტორიით იმოძრავა, ხელი მოეცარა და დაბრუნდა

„ნიკა მელიაზე ნიშნის მოგებით არ ვსაუბრობ. ის მართლა გამორჩეული ლიდერია. არ დამავიწყდება, „გავრილოვის ღამეს“, ბევრმა ლიდერმა ტრიბუნასთან ასვლა რომ ვერ გაბედა, ნიკა მელია ავიდა ტრიბუნასთან და სწორედ ხალხის გვერდით იდგა. ეს არ დამვიწყებია, მაგრამ განცხადებებში, რაც გუშინ მოვისმინე [მელიას ინტერვიუში], ყველა ორი წინადადების შემდეგ კეზერაშვილ-მერაბიშვილს ახსენებდა – ეს არ არის ის ნიკა მელია, ვისაც ვიცნობ და პატივს ვცემ. ნიკა მელიას, როგორც ჩანს, არ აქვს არჩევნების დიდი პრაქტიკა და იმას, რომ ლევან ხაბეიშვილთან კონკურენციის დროს წარმატებას ვერ მიაღწია, ძალიან მძიმედ აღიქვამს. მეწყინა ადამიანურად, რომ ნიკა მელიამ საუბრის 90% კეზერაშვილ-მერაბიშვილზე საუბარს დაუთმო და ამ დროს ივანიშვილი დაავიწყდა. დანარჩენი ნიკა მელიას და „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები