„რაც შეეხება პაატა მანჯგალაძისთვის წარდგენილ ბრალდებას, იმ სტანდარტითაც კი, რა სტანდარტით „ქართული ოცნების“ ძალოვნები ხელმძღვანელობენ, არანაირი საფუძველი არ არსებობს. ეთერი, ან რამე წერილობითი ინტერვიუ არ არსებობს, არ არსებობს რაიმე მოწოდება რამე ტიპის ჯგუფური ორგანიზებისკენ მოწოდების და მით უმეტეს, არ არსებობს რაიმე ფაქტი, ამ მოქმედების ხელმძღვანელობის მხრიდან“,- ამის შესახებ ყოფილი მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავასა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა.
პროკურატურამ პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა – რას აცხადებენ პროკურატურაში
პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს ბრალდება წარუდგინა.
როგორც ადვოკატმა თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, „შეუძლებელია არალეგიტიმური ხელისუფლების დამხობა“
ბასილაიას თქმით, ბრალი, რომელიც მურთაზ ზოდელავას წაუყენეს, იურიდიული შინაარსის მატარებელი არ არის.
„საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ არალეგიტიმური ხელისუფლება ჰყავს, რომ არჩევნები გაყალბდა და „ქართული ოცნება“ გასულია კონსტიტუციური ფარგლებიდან. შესაბამისად, ნებისმიერი ქმედება საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში დასაბრუნებლად არის არა სისხლის სამართლის დანაშაული, არამედ თითოეული მოქალაქის ვალდებულება. შესაბამისად, წარდგენილი ბრალდებები იურიდიული შინაარსის მატარებელი არ არის მურთაზ ზოდელავასთვის და პოლიტიკური მანიფესტაციაა. ხალხის პროტესტი, ხალხის ეს ამბოხი საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში დასაბრუნებლად დანაშაული არ არის“, – განაცხადა ბასილაიამ.
„ჩვენი ვარაუდი გამართლდა, არანაირი განსაკუთრებული სისხლის სამართლის საქმე ამ შემთხვევაში არ გვაქვს, თავს დამნაშავედ არ ცნობს“ – ირაკლი ნადირაძის ადვოკატი
როგორც ირაკლი აბესაძემ აღნიშნა, საქმეში მთავარ მტკიცებულებად მოწმე პოლიციელების ჩვენებები და თავად დაკავებულების საჯარო განცხადებებია.
ადვოკატის განცხადებით, „იმ ვითარებაში, როცა ხელისუფლება მიტაცებულია, როცა კონსტიტუციის ფარგლებიდან გასულია „ქართული ოცნება“, ხალხზე ძალადობს, პოლიციისთვის მოწოდება, რომ ქართველი ხალხის მხარეს გადავიდნენ, რომ კონსტიტუციური, ადმინისტრაციული ორგანოები მოემსახუროს ქართველ ხალხს და არა ოლიგარქს, დანაშაული არ არის. შეუძლებელია არალეგიტიმური ხელისუფლების დამხობა, შესაძლებელია არალეგიტიმური ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების ხალხისთვის დაბრუნება“
„რაც შეეხება პაატა მანჯგალაძისთვის წარდგენილ ბრალდებას, იმ სტანდარტითაც კი, რა სტანდარტით „ქართული ოცნების“ ძალოვნები ხელმძღვანელობენ, არანაირი საფუძველი არ არსებობს. ეთერი, ან რამე წერილობითი ინტერვიუ არ არსებობს, არ არსებობს რაიმე მოწოდება რამე ტიპის ჯგუფური ორგანიზებისკენ მოწოდების და მით უმეტეს, არ არსებობს რაიმე ფაქტი, ამ მოქმედების ხელმძღვანელობის მხრიდან“, – განაცხადა ბასილაიამ.
შსს: დაკავებულები არიან მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე
აღნიშნული განცხადება შსს-ს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე გააკეთა.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პაატა მანჯგალაძეს ბრალდება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.