LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა სალია ნიკა გვარამიას – კაბინეტში შესვლაში უკვე დასტური გჭირდება

674
1563468240-r2

„რუსთავი 2“-ის შენობაში მისულ არხის ახალ და ყოფილ გენერალურ დირექტორებს – პაატა სალიასა და ნიკა გვარამიას შორის შეკამათება მოხდა.

გვარამიამ სალიასთან საუბარი არ ისურვა და განაცხადა, რომ აპირებდა მის კაბინეტში შესვლას, რაზეც არავის დასტური არ სჭირდებოდა, თუმცა სალიამ შემდეგი რეპლიკით უპასუხა: „დასტური გჭირდება უკვე“.

არხის ყოფილი და მოქმედი გენერალური დირექტორი ერთმანეთს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრებოდნენ.

პაატა სალიამ ნიკა გვარამიას განუმარტა, რატომ მივიდა ტელეკომპანიაში, რაზეც ნიკა გვარამიამ უთხრა, რომ მას „არ აინტერესებს პაატა სალიას სამომავლო გეგმები“.

„მსურს, არ შეფერხდეს არხის მუშაობა. მაინტერესებს იმ ადამიანებთან შეხვედრა, ვინც მუშაობს. ასევე, მინდა შეხვედრა ვინც ფინანსურ და სამართლებრივ საქმიანობასთან არის დაკავშირებული, რათა კომპანიამ შეუფერხებლად გააგრძელოს საქმიანობა. რაც შეეხება ჟურნალისტებს, ამ ნაწილში არ ვერევი. ცივილურად მოვედი, რათა არხი გადავიბარო“, – განაცხადა პაატა სალიამ.

თავის მხრივ, ნიკა გვარამიამ პაატა სალიას უპასუხა და განაცხადა, რომ „ვერ ითანამშრომლებს კოლაბორაციონისტებთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g