LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა თედიაშვილის შიშველი ფოტოს ნახვის შემდეგ დედამისმა იტირა

1512
paatatediashvilind

კარანტინის პერიოდში მომღერალმა და ქორეოგრაფმა, პაატა თედიაშვილმა საზოგადოებას თავისი ახალი ფოტო წარუდგინა. შვ–თეთრ ფოტოზე პაატა შიშველია და მხოლოდ მარაო აქვს აფარებული. მას საჯდომის ნაწილი უჩანს.

ამ ფოტოს შესახებ მან მაია ასათიანთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედამისმა ფოტოს ნახვის შემდეგ იტირა.

“დედას ძალიან ცუდი რეაქცია აქვს ხოლმე, ტრადიციების მოყვარული ქალბატონია. ჩვენი სტუდიის დირექტორია. მას თავისი მოვალეობები და დამოკიდებულება აქვს ცხოვრების, ჩვენი და ყველაფრის მიმართ. მას არ ჰქონდა ეს ფოტო ნანახი, რადგან წინასწარ არ ვუთანხმდები ხოლმე, იმიტომ, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია და შეიძლება, ჩემი აზრიც შემაცვლევინოს. ის შემდეგ ხედავს ხოლმე ჩემს პროვოკაციებს. ეს ფოტო რომ ნახა, ჯერ შეჰკივლა, მერე ტირილი დაიწყო. ორი დღე ძმაკაცთან ვიყავი, რომ ეს სიტუაცია გამენეტრალებინა. მას ისეთი მზერა აქვს, ისეთი ლოგიკა, წარმოუდგენელია, გასცე პასუხი, რატომ აკეთებ ამ ყველაფერს… მე შენ რაინდად გზრდიდიო… ვუხსნი, რომ ეს არის ხელოვნება”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g