მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ლალი ცხოვრებაშვილი გადაცემა „დღის პოსტს“ სტუმრობდა.
ცნობილმა ექიმმა, რომელმაც პროფესიონალიზმით, გამორჩეული გემოვნებით და ჩაცმის სტილით არაერთ პაციენტს დაამახსოვრა თავი ამბობს, რომ მისი სტილი, მისი მოგონილია.
ლალი ცხოვრებაშვილის თქმით, ხშირად გამხდარა მისი ჩაცმის სტილი პაციენტებისთვის მისაბაძი.
„თქვენ წარმოიდგინეთ, რაღაც განსაკუთრებული სტილი არ მაქვს, იმას ვყიდულობ, იმას ვიცვამ, იმ სამკაულს ვიკეთებ რაც მომწონს და რაც მომწონს, ეს არის ჩემი მოგონილი და ჩემი სტილი…
ეს ყვავილი რომ არ გამეკეთებინა და ისე არ მოვსულიყავი, ვიფიქრებდი, რომ არ ვარ დასრულებულად გამოწყობილი. ამ მძივებს შორის რომელიმე რომ არ გავიკეთო, მგონია, რომ არ ვარ ჩაცმული.
ყველა, ვინც მხვდება ნაცნობი და უცნობი, ხაზს უსვამენ და ძალიან მოსწონთ ჩემი სტილი…
პაციენტები მეორედ რომ მოდიან, ზუსტად ისე აცვიათ როგორც მე, კარგ ხასიათზე დგებიან.
როდესაც მეგობრები საზღვარგარეთ კონგრესებზე დავდივართ, ბუნებრივია საყიდლებზეც დავდივართ…
მცირე სამკაული სახლშიც მიკეთია… თუ გავიგე, რომ ვინმე მოდის სტუმრად, სანამ ლიფტით ამოვა, მე უკვე გამოწყობილი ვხვდები“ – ამბობს ცნობილი ექიმი.