LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Pagani Huayra Roadster-ის მოდელის დებიუტის თარიღი ცნობილია (ფოტო)

58

Pagani Huayra-ს ღია მოდელის დებიუტი 21 აგვისტოს, პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსზე მოხდება. ამის შესახებ კომპანიის PR მენეჯერმა ლუკ ვენტურამ განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახალი მოდელი სტანდარტულ მოდელთან შედარებით უფრო მძიმე იქნება. გარდა ამისა Huayra Roadster გადაეწყობა შესაბამის დაკიდების სისტემაზე, ხოლო მისი კარი ”თოლიას” სტილში დამზადდება.

უახლეს მოდელში 6,0 ლიტრიანი Twin-Turbo V12 ტიპის Mercedes-AMG ძრავი მოთავსდება, რომლის სიმძლავრეც 730 ცხენის ძალა იქნება, რომელიც 7 სიჩქარიანი რობოტიზებული გადაცემათა კოლოფით გაიმართება. ავტომობილი 0-დან 100კმ/სთ-მდე სიჩქარეს 3,3 წამში განავითარებს, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 370კმ-სთ იქნება.

მოსალოდნელია, რომ Pagani Huayra Roadster ლიმიტირებული ტირაჟით, 100 ეგზემპლიარად დამზადდება.

 

78de6b8075c945aaf60ba3f01d76b5c557ab5f66

161c9457f0e89d04681bb193a9dcaeaaa688399b

a1cafdf9c8feea47a57e4f67f71a9f24fccc5a05

8fe8019a4d4c110c02f9994d0b69818a63825473

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები