Pagani Huayra-ს ღია მოდელის დებიუტი 21 აგვისტოს, პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსზე მოხდება. ამის შესახებ კომპანიის PR მენეჯერმა ლუკ ვენტურამ განაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახალი მოდელი სტანდარტულ მოდელთან შედარებით უფრო მძიმე იქნება. გარდა ამისა Huayra Roadster გადაეწყობა შესაბამის დაკიდების სისტემაზე, ხოლო მისი კარი ”თოლიას” სტილში დამზადდება.
უახლეს მოდელში 6,0 ლიტრიანი Twin-Turbo V12 ტიპის Mercedes-AMG ძრავი მოთავსდება, რომლის სიმძლავრეც 730 ცხენის ძალა იქნება, რომელიც 7 სიჩქარიანი რობოტიზებული გადაცემათა კოლოფით გაიმართება. ავტომობილი 0-დან 100კმ/სთ-მდე სიჩქარეს 3,3 წამში განავითარებს, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 370კმ-სთ იქნება.
მოსალოდნელია, რომ Pagani Huayra Roadster ლიმიტირებული ტირაჟით, 100 ეგზემპლიარად დამზადდება.