საპარტნიორო ფონდს პაკისტანის ბიზნეს დელეგაცია ეწვია. დელეგაციაში კომპანია HUMAN RESOURCE SOLUTION INTERNATIONAL-ისა და პაკისტანის საქმიანი წრეების წარმომადგენლები შედიან.
უცხოურ დელეგაციას საქართველოში პაკისტანის ელჩი საიდ ხან მოჰმანდი მასპინძლობს.
საპარტნიორო ფონდში გამართულ ოფიციალურ შეხვედრას ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა; ფონდის წარმომადგენლები მირიან გოგიაშვილი და რატი მეხრიშვილი ესწრებოდნენ.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ფონდის მენეჯმენტმა უცხოელ ინვესტორებს საპარტნიორო ფონდის მანდატი, ფუნქცია, პრიორიტეტები, განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო. პაკისტანის ბიზნეს დელეგაცია საქართველოს ტექსტილის სფეროში ინვესტირებით და საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობით ინტერესდება.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. პაკისტანის ბიზნეს დელეგაციის ვიზიტი საქართველოში სამ დღეს გასტანს.