პაკისტანის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში „ფირლ კონტინენტალი” შეიარაღებული პირები შეიჭრნენ.თავდასხმა ბელუჯისტანის პროვინციაში, საპორტო ქალაქ გვადარში მოხდა.
BBC-ის ინფორმაციით, შენობაში სროლის ხმა ისმის. გავრცელებული ცნობით, სასტუმროს ტერიტორიაზე შეჭრილმა შეიარაღებულ პირებმა სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს. მათ შორის დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. დაშავებულებზე ცნობა ჯერ არ ვრცელდება.
სამართალდამცველებმა სასტუმროს ალყა შემოარტყეს, რის შემდეგაც შენობაში მყოფების დიდი ნაწილის ევაკუაცია განხორციელდა.