LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პალატაში სამნი ვწევართ, ერთნაირად დაზიანებული, ფოტოებს არ ვასაჯაროებ.. ხალხო, არ იყიდოთ პიროტექნიკა – გურამ ბაღდოშვილი

434
Untitled design

შეფ-მზარეული გურამ ბაღდოშვილი, რომელსაც 1 იანვარს პიროტექნიკა აუფეთქდა, საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

გურამ ბაღდოშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავს მხნედ გრძნობს და მოქალაქეებს მოუწოდებს – არ გამოიყენონ პიროტექნიკა:

„სალამი ყველას, ძვირფასებო, დიდი მადლობა, რომ შეწუხდით. კიდევ ერთხელ დაამტკიცა უფალმა ჩემს მიმართ სიყვარული. ვარ მხნედ და ძლიერად, უფალი გვფარავდეს, ამინ.

ხალხნო, არ იყიდოთ პიროტექნიკა, ფოირვერკები, მაშხალები სოლისტები. ძაან ცუდი ხარისხის არის შემოსული, პალატაში 3 სული ვწევართ ერთნაირად დაზიანებული, ფოტოებს არ ვასაჯაროებ ჯერ, მაგრამ აუცილებლად ჩემს დანაშაულს ვაღიარებ, რომ სისულელე ჩავიდინე და მაგალითი აგერ ვარ. #არაპიროტექნიკას“, – წერს გურამ ბაღდოშვილი სოციალურ ქსელში.

ვიდეო: “ქალი აივანზე იდგა და ასაფეთქებელი ფეხებში ჩაუვარდა…ყვირილზე გამოვვარდით და ცეცხლი გაზის ბალონს მოეკიდა” – მოქალაქეები პიროტექნიკით მიღებულ ზიანზე

ვიდეო: ახალი წლის დადგომასთან ერთად, მუხიანში პიროტექნიკის არასწორად გამოყენების გამო, ხანძარი გაჩნდა

„გუშინ მუხიანში 5 ბინა დაიწვა ამ საშინელი ასაფეთქებელი მოწყობილობით.. აკრძალეთ ეს საშინელი სათამაშოები“ – ია ფარულავა

„ქუჩიდან შევარდნილმა შაშხანამ ფერფლად უქცია სახლი“ – მოქალაქე, რომლის სახლიც პიროტექნიკის შედეგად ახალი წლის ღამეს დაიწვა, საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები