LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემია 2022 წელს დასრულდება – JPMorgan-ის ანალიტიკოსების ვარაუდი

112
shutterstock-741995332

პანდემია დასრულდება 2022 წელს. ორწლიანი შეზღუდვების შემდეგ კი ეკონომიკა აღდგება და დაუბრუნდება ნორმალურ ჭრილს.

ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილესი ბანკის, JPMorgan-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ.

“ჩვენი ხედვა ასეთია, რომ 2022 წელი სრული გლობალური აღდგენის, პანდემიის დასრულების და ნორმალურ პირობებში დაბრუნების წელი იქნება.” – აღნიშნავს მარკო კოლანოვიჩი, რომელიც JPMorgan-ის გლობალური ბაზრების მთავარი ანალიტიკოსია.

“ეს გარანტირებულია ფართო საზოგადოებრივი იმუნიტეტის მიღწევით და ადამიანური გონიერების დახმარებით, როგორიცაა ახალი თერაპიული საშუალებები, რომლებიც სავარაუდოდ, ფართოდ იქნება ხელმისაწვდომი 2022 წელს,” – აცხადებს მარკო კოლანოვიჩი

magti 5g