LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიამ და ლარის გაუფასურებამ მოსახლეობას ნაყინი გაუძვირა

153
859024

პანდემიამ და ლარის გაუფასურებამ გავლენა ნაყინის ფასებზეც იქონია. რიგ კომპანიებს ფასების დაკორექტირება მოუხდათ. როგორც „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში „თოლიას“ მარკეტინგის მენეჯერმა, სანდრო ლომთაძემ განაცხადა, ნაყინი 2 ძირითადი მიზეზის გამო გაძვირდა.

„დაახლოებით, 12%-იანი ზრდა გვაქვს ფასების, რაც გამოწვეულია 2 ძირითადი პრობლემით, ეს არის: პანდემია და ლარის გაუფასურება. ჩვენი ნედლეულის 90%, ანუ ძალიან დიდი ნაწილი არის იმპორტირებული, აქედან გამომდინარე, ლარის კურსის ვარდნამ გვაიძულა, რომ ფასები გაგვეზარდა, თუმცა ეს არ არის ერთადერთი პრობლემა: ასევე, თვითონ უცხოურ ვალუტაში გაძვირდა ნედლეულიც. ამ ორმა ფაქტორმა იმოქმედა ყველაზე ძლიერ და მოგვიწია ფასების დაკორექტირება“, – ამბობს „თოლიას“ მარკეტინგის მენეჯერი.

თუმცა, მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, კომპანიას ნაყინის რეალიზაცია არ შემცირებია. „გაყიდვები შემცირებული არ გვაქვს. რაც შეეხება წლევანდელ წელს, თუ შევადარებთ 2020 წელს, მაისის ჩათვლით პერიოდზე ვსაუბრობ, გვაქვს 43%-იანი ზრდა გაყიდვებში. წლის ბოლოსთვის კი, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 2020 წელთან შედარებით, დაახლოებით, 15%-იანი ზრდა გვექნება“, – განმარტავს სანდრო ლომთაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g