LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის დაწყების შემდეგ, საქართველოში გამოკითხულთა 13%-მა სამსახური დაკარგა

91
სსს

გამოკითხულთა 13% აცხადებს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ სამსახური დაკარგა. გამოკითხულთა 12% კი ამბობს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ შემოსავალი შეუმცირდა, – ამის შესახებ საუბარია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებში.

გამოკითხულთა 43% აცხადებს, რომ არ მუშაობდა არც პანდემიამდე და კვლავაც უმუშევარია; გამოკითხულთა 27% ამბობს, რომ არ დაუკარგავს სამსახური და არც შემოსავალი შემცირებია; 3% კი ამბობს, რომ სამსახური დაკარგა, თუმცა სხვა დაიწყო, 1%-ის თქმით კი კორონავირუსის პანდემიამდე არ მუშაობდა და ახლა დასაქმებულია.

კვლევა ასევე შეიცავდა კითხვას ეკონომიკის სტიმულირების სამთავრობო გეგმაზე. გამოკითხულთა 50% მიიჩნევს, რომ პანდემიის საპასუხოდ მთავრობის მიერ მიღებული ზომები ეფექტური იყო. საპირისპირო აზრზეა გამოკითხულთა 37%.

ცნობისთვის, კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g