LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის დროს გამდიდრებულები: მსოფლიოს ახალი მილიარდერები ჰყავს

407
მალაიზია 22

2020 კარგი წელია ხელთათმანების მწარმოებელი კომპანიებისა და მათი დამფუძნებლებისთვის.

მალაიზია არის ქვეყანა, რომელიც  მსოფლიოში რეზინის ხელთათმანების 65%-ს აწარმოებს. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ქვეყანაში 4 მილიარდერი, სწორედ რეზინის ხელთათმანების კომპანიის მფლობელია.

ორი მათგანი წელს, პანდემიის დროს გახდა მილიარდერი. ამის შესახებ ინფორმაცია აღნიშნულია „ბლუმბერგის“ მილიარდერების ინდექსში.

კორონავირუსის გამო მათი პროდუქდი მოთხოვნადი გახდა და მალაიზია ულტრამდიდარი ადამიანების შესაქმნელად ცხელ წერტილად იქცა.

Top Glove, The World’s Biggest Glovemaker, Raises Money as Virus Fuels Demand

ხელთათმანების ტარება პანდემიის დროს ახალ ნორმად იქცა, ეს კი მათ მწარმოებლებს შემოსავალს კიდევ დიდხანს მოუტას.

Supermax denies it is moving to Hong Kong | Free Malaysia Today

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, მილიარდერების სიას ბო­ლოს რე­ზი­ნის ხელ­თათ­მა­ნე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია Supermax-ის დამ­ფუძ­ნებე­ლი, თაი კიმ სიმი შე­უ­ერ­თდა.

მი­ლი­არ­დერ­თა ინ­დექ­სის მი­ხედ­ვით, სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე წელს მის­ი  ქო­ნე­ბა 1 მი­ლი­არდს დო­ლარს გა­დასცდა.

supermax.com.my

Supermaxი 1987 წელს თაი კიმ სიმმა მეუღლესთან ერთად დაარსა. კომპანია წელიწადში 24 მილიარდ ხელთათმანს აწარმოებს, წელს კი პროდუქციის წარმოება სამჯერ გაიზარდა. 2014 წლისთვის კომპანია გეგმავს, 44 მილიარდი რეზინის ხელთათმანი გამოუშვას.

მილიარდერების სიაში თაი კიმ სიმს ლიმ ვი ჩაი მოჰყვება. მალაიზიელი ბიზნესმენი, რომელსაც 2020 წლის ივნისის მონაცემებით 2,3 მილიარდი დოლარი აქვს.

ის კომპანია Top Glove Corp-ის დამფუძნებელია, რომელიც ასევე რეზინის ხელთათმანებს აწარმოებს.

Suntory Holdings CEO Takeshi Niinami and Other Kay Speakers At The 18th Nikkei Global Management Forum

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით მსოფლიოში ოფიციალურად კორონავირუსის 8 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g