ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პროგნოზირებს, რომ კორონავირუსის პანდემიის მეორე წელს გაცილებით მეტი სიკვდილიანობა იქნება, ვიდრე პირველ წელს.
COVID 19-მა უკვე 3.3 მილიონზე მეტი ადამიანი შეიწირა და ახლა, როცა პანდემიის მეორე წელში ვიმყოფებით, შესაძლოა ის გაცილებით მომაკვდინებელი იყოს, ვიდრე პირველი წელი, – აცხადებს ტედროს ადანომ გებრეისუსი.
ჯანმოს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა მსოფლიოში ვაქცინების არათანაბარ განაწილებას და აღნიშნა, რომ ბავშვების ვაქცინაციის დაწყების ნაცვლად მდიდარმა ქვეყნებმა დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებს ვაქცინები უნდა მიაწოდონ.