LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის პირობებში, ბავშვთა უკიდურესი სიღარიბის პროგნოზი არასახარბიელოა

79
sigaribe

პანდემიის შემდეგ მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს ეკონომიკა ვარდნას განიცდის, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს შინამეურნეობების ბიუჯეტზე, ბავშვების წინაშე არსებული რისკები შემცირების ნაცვლად იზრდება და ისინი უფრო მეტად დგანან სიღარიბის საფრთხის წინაშე.

2009 წლიდან 2017 წლამდე ბავშვთა უკიდურესი სიღარიბე 13%-დან 6.2%-მდე შემცირდა. 2015 წელს 3%-იც კი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მიერ ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო მოსახლეობის სოციალური დახმარება 700 მილიონ ლარს შეადგენდა, ბავშვთა სიღარიბე მაინც პრობლემად რჩება და მოსალოდნელი პროგნოზებიც არასახარბიელოა.

ამ რისკებს გადაზღვევა და დამატებითი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ესაჭიროება. ამ მიზნით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში გასულ კვირას, კომიტეტის თავმჯდომარის ბ-ნ დიმიტრი ხუნდაძისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელის ბ-ნ ღასან ხალილის შეხვედრა შედგა.

მხარეებმა დაგეგმეს უმოკლეს დროში კონკრეტული პროგრამის შემუშავება და მისი განხორციელების გეგმის წარმოდგენა.

ხვალ, 16 აპრილს, 10 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ამ საკითხთან დაკავშირებით, გაიმართება მორიგი სამუშაო შეხვედრა. საკითხის განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ: გაეროს ბავშვთა ფონდის, ჯანდაცვის კომიტეტის და შესაბამისი სამინისტროს წარმომადგენლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g