პრინცი ფილიპის დაკრძალვა, რომელიც უინძორის სასახლეში მდებარე წმინდა გიორგის სამლოცველოში გაიმართა კორონავირუსის გამო დაწესებული წესების დაცვით ჩატარდა.
ღონისძიებას შეიარაღებული ძალების 730-ზე მეტი წევრი ესწრებოდა, თუმცა წმინდა გიორგის სამლოცველოში მხოლოდ 30 ადამიანი იმყოფებოდა. დაკრძალვებზე დამსწრეები სოციალურ დისტანციას იცავდნენ.
პრინცი ფილიპი 9 აპრილს, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.