LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიურ წელს, საქართველოში მაცივრებსა და გაზქურებზე მოთხოვნა გაიზარდა, კონდიციონერზე კი შემცირდა

106
91261687-2494198607348462-7198058110819237888-o

პანდემიამ, სხვა ყველაფერთან ერთად, მომხმარებლის ქცევა ტექნიკის მიმართაც შეცვალა. არის ტექნიკა, რომელზეც 2020 წლის განმავლობაში მოთხოვნა გასაკუთრებით გაიზარდა და პირიქით, განსაკუთრებით შემცირდა.

როგორც „ფორტუნას“ კომპანია „ბეკოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმეთ მელექმა განუცხადა, გასულ წელს, მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა მაცივრებზე.

„ძალიან დიდი მოთხოვნა იყო მაცივრებზე – მოგეხსენებათ, წლის განმავლობაში ხალხი კარანტინში, სახლში იყო, სასურსათო პროდუქციას იმარაგებდა ყველა და ამის შესანახად საყინულე და მაცივრები სჭირდებოდათ. ამის გარდა, ძალიან დიდი მოთხოვნა იყო გაზქურებზე, ასევე სარეცხის მანქანასა და ჭურჭლის სარეცხ მანქანაზე. რაც შეეხება მოთხოვნის კლებას, ყველაზე მეტად შემცირდა კონდიციონერის გაყიდვები, რადგან, ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციით, 2020 წელს კონდიციონერის გამოყენება აკრძალული იყო, აქედან გამომდინარე, ამ ტექნიკაზე მოთხოვნა შემცირდა“, – აღნიშნა მეჰმეთ მელექმა.

მისივე ინფორმაციით, ის მოლოდინები, რაც „ბეკოს“ 2020 წლის დასაწყიში ჰქონდა, არ გამართლა და ტექნიკის რეალიზაცია 2019 წელთან შედარებით, შემცირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g