LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიური წლის მიუხედავად, საქართველოში საავტომობილო საწვავის ბაზარზე აქტიური კონკურენციაა

100
150446546-2874994386069757-4914684022490989247-o

COVID 19-ის გავლენის და ნავთობის გლობალურ ბაზარზე მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, კონკურენციის სააგენტო 2020 წლის შუალედურ მიმოხილვას აქვეყნებს. ბაზარზე კონკურენტული გარემოს ზოგად შეფასებასთან ერთად, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს დაკვირვებას საავტომობილო საწვავის საცალო სარეალიზაციო ფასებზე და გარკვეული პერიოდულობით საჯაროდ წარადგენს.

მიღებული შედეგების მიხედვით:

-2013 წლიდან, ბენზინისა და დიზელის როგორც იმპორტის, ასევე საბითუმო და საცალო რეალიზაციის ნაწილში, გაზრდილია მოქმედი ეკონომიკური აგენტების რაოდენობა, შემცირებულია ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი, რაც კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მაჩვენებელია. 2012 წელს, ბაზრის იმპორტის დონეზე წარმოდგენილი იყო 8 ეკონომიკური აგენტი, რომელთა რაოდენობა 2019 წელს 63-მდე გაიზარდა, ხოლო 2020 წელს შემცირდა 45 კომპანიამდე. მიუხედავად აღნიშნულისა, 2020 წელს, წინა წლებთან შედარებით, არ შეინიშნება შესაბამისი ბაზრის იმპორტის დონეზე ბაზრის კონცენტრაციის ინდექსის ზრდა.

-საცალო ბაზარზე მოქმედი ხუთი მსხვილი ეკონომიკური აგენტის ჯამური წილი 2020 წლის მონაცემებით შეადგენს 56.5%-ს, ხოლო სხვა კომპანიების ჯამური წილი 43.5%-ის ფარგლებშია. 2015 წლის დასაწყისში, საცალო ბაზარზე ფუნქციონირებდა დაახლოებით 960 ავტოგასამართი სადგური, 2019 წელს – 1210, ხოლო 2020 წელს მათი რიცხვი 1216-ს შეადგენს.

-2020 წელს, შესაბამისი ბაზრის საცალო დონეზე, ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელმა – ჰერფინდალ ჰირშმანის ინდექსმა 746 ერთეული შეადგინა, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია.

-COVID 19-მა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საწვავის გლობალურ და ადგილობრივ ბაზარზე, როგორც რეალიზაციის, ასევე ფასების ფორმირების თვალსაზრისით.

-ადგილობრივ საცალო ბაზარზე პლატსის ფასის ცვლილება ძირითადად აისახებოდა შესაბამისი დროითი შუალედების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

-მცირე ქსელები ბევრად მოქნილად რეაგირებდნენ პლატსის ფასის კლებაზე, რაც ძირითადად განპირობებული იყო საწვავის მცირე მარაგებით.

-მსხვილ კომპანიებს მცირე ქსელებთან შედარებით საწვავის დიდმა მარაგმა, საშუალება მისცა, რიგ შემთხვევებში პლატსის ფასის მატების მიუხედავად შენარჩუნებულიყო არსებული ფასი.

-ფასების დიაპაზონი და სხვაობა ერთი და იგივე მარკის საწვავზე იყო საკმაოდ დიფერენცირებული, რაც მომხმარებელს აძლევდა მრავალფეროვანი არჩევანის გაკეთების საშუალებას.

-საქართველოს ბაზარზე მიმდინარე პროცესები საცალო ფასების ცვლილების ნაწილში თანხვედრაში იყო ანალოგიურ პერიოდში საწვავის ძირითადი მომწოდებელი ქვეყნების (რუმინეთი, ბულგარეთი, რუსეთი) ადგილობრივ ბაზრებზე მიმდინარე პროცესებთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g