„საინტერესოა, რას ჰპირდება საზოგადოებას ნიკა მელია, საარჩევნო კამპანიის დროს რა დაპირებას გასცემს, როცა არცერთი დაპირება არ შეუსრულებია. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არის პუფი და საზოგადოება კარგად დაინახავს, ვინ ჩამოჯდება ამ პუფზე“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
აღნიშნულით ღუდუშაური „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ პარტიის დატოვებასა და ახალი პარტიის შექმნის საკითხს გამოეხმაურა.
ნიკა მელია: „ვაფუძნებ ჩემს პარტიას და ეს პარტია ქართული დემოკრატიისთვის ძალიან ბევრს გააკეთებს“
ღუდუშაურის თქმით, „მას შემდეგ, რაც პრაქტიკულად, მელია „ნაციონალური მოძრაობიდან“ გააგდეს, პარტიის კარს უკეტავდნენ, ვხედავდით, როგორ ცდილობდა, როგორმე გადამძვრალიყო ფანჯრიდან და კვლავ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიკედლებულიყო.“
მაჭარაშვილი: „ხაბეიშვილს, ჰოლივუდის ღიმილით რომ დადიოდა ამერიკაში, ელვა-დეპეშა გაუგზავნეს, შენი პარტია აპარატზეა მიერთებული და ცოცხალს თუ ჩამოუსწრებ კარგი იქნებაო, არ მგონია, ჩამოუსწროს“
„ამ ორივე „ნაცმოძრაობას“, დიდი ალბათობით, შეიძლება საერთოდ გამორჩეს 2024 წლის არჩევნები, ისე არიან ერთმანეთს გადაკიდებულები“.
„მისი წარსულიდან, ქმედებებიდან გამომდინარე, ნიკანორ მელიას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ პუფი. საზოგადოება მალე დაინახავს, ვინ ჩამოჯდება ამ პოლიტიკურ პუფზე. კარგად გვახსოვს მისი განცხადებები, ჯერ ამბობდა, რომ ვერავინ დაიჭერდა, თუმცა გვახსოვს, როგორ აღსრულდა მის თავზე კანონმდებლობა.
შემდეგ იყო განცხადება, რომ გირაოს არ გადაიხდიდა და გირაოს სანაცვლოდ საპატიმროს დატოვებას არ აპირებდა. კარგად გვახსოვს, როგორ გამოვარდა, ძალიან კარგად მიიღო ეს პირობა. ამის შემდეგ ილანძღებოდა და ამბობდა, ოპოზიციიდან პუფი იქნებოდა ყველა, ვინც პარლამენტში შემოვიდოდა.
საზოგადოებამ დაინახა, როგორ შემოვარდა პირველი ნიკანორ მელია. ამ განცხადებების, უპრინციპობის, უთავმოყვარეობის შემდეგ რა სერიოზულ პოლიტიკურ განაცხადზე შეიძლება იყოს საუბარი.
საინტერესოა, საზოგადოებას რას ჰპირდება, საარჩევნო კამპანიის დროს რა დაპირებას გასცემს, როცა არცერთი დაპირება არ შეუსრულებია. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არის პუფი და საზოგადოება კარგად დაინახავს, ვინ ჩამოჯდება ამ პუფზე.
არაფორმალურ გავლენებზე ნიკა მელიას ყოფილმა თანაგუნდელებმა უთხრეს, რომ ეს ყველაფერი მაშინ არ იყო, როცა არაფორმალური მმართველობის შედეგად იღებდა „სიკეთეებს“. სუფრასთან თამადის გვერდით ჯდომის უფლება როცა ჰქონდა, მაშინ პრობლემა არ ჰქონდა კეზერაშვილებთან, მერაბიშვილებთან და სხვებთან.
თურმე პრობლემა გაჩენია, როცა გაწიეს და შიდა კლანურ ვითარებაში ჩააჩოეს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მელია ეუბნებოდა მათ ლიდერს თუ ბელადს, უცხო ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილს, რომ მისი ერთგულია და ებღაუჭებოდა იმ კარის სახელურს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი ჰქვია.
პრაქტიკულად, თვეების განმავლობაში აგდებდა პანღურით ხაბეიშვილი და კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელურს ებღაუჭებოდა“. – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
შეგახსენებთ, რომ ენმ-ის ყოფილმა თავმჯდომარემ პარტიის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.