LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანიკური შეტევა თუ გულის შეტევა? – 6 საკვანძო განსხვავება, რომელიც უნდა იცოდეთ

378
ზაზა თელია პანიკურ და გულის შეტევებზე

გადაცემის „დილა მშვიდობისა საქართველო“ სამედიცინო რუბრიკაში, ექიმი-დერმატოლოგი ზაზა თელია გულის შეტევისა (ინფარქტი) და პანიკური შეტევის გამიჯვნას შეეხო. როგორც ზაზა თელიამ აღნიშნა, ამ ორ მდგომარეობას შორის მსგავსება ხშირად პროფესიონალებსაც კი აბნევს. გადაცემაში წარმოდგენილი იყო რამდენიმე საკვანძო განსხვავება, რომელიც ადამიანებს სიმპტომების სწორად შეფასებაში ეხმარება:

ტკივილის ხასიათი:

1. გულის შეტევა – ზეწოლის, მოჭერის ან სიმძიმის შეგრძნება. 2. პანიკური შეტევა – მჭრელი, ჩხვლეტითი ან “ელექტროშოკისებური” ტკივილი.

ლოკალიზაცია:

1. გულის შეტევა – მკერდის ცენტრიდან გადადის მარცხენა მხარზე, ყბაზე, კისერზე ან ზურგზე. 2. პანიკური შეტევა – ძირითადად ლოკალიზებულია მკერდის არეში, იშვიათად ვრცელდება სხვაგან.

ხანგრძლივობა:

1. გულის შეტევა – სიმპტომები გრძელდება და დროთა განმავლობაში მწვავდება. 2. პანიკური შეტევა – პიკს აღწევს 10 წუთში და შემდეგ ქრება (იშვიათად გრძელდება 20-30 წთ-ზე მეტს).

გამომწვევი მიზეზი:

1. გულის შეტევა – ხშირად ფიზიკური დატვირთვისას იწყება (თუმცა შეიძლება დასვენებისასაც). 2. პანიკური შეტევა – ხშირად იწყება სტრესის ფონზე ან სრულიად მოულოდნელად.

სუნთქვა:

1. გულის შეტევა – სუნთქვის უკმარისობა, “ჰაერის შიმშილი”. 2. პანიკური შეტევა – ჰიპერვენტილაცია (სწრაფი სუნთქვა) და დახრჩობის შეგრძნება.

ოფლიანობა და მოსვენებაზე საპასუხო რეაქცია:

1. გულის შეტევა – ცივი, ოფლი, მოსვენებაზე არ რეაგირებს. 2. პანიკური შეტევა – თბილი ოფლი, უმჯობესდება მოსვენებაზე, დამშვიდებაზე.

Posted by Zaza Telia on ოთხშაბათი, 04 მარტი, 2026
magti 5g