LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანკისიდან სირიაში წასული ოჯახი დაბომბვას ემსხვერპლა

92

სირიაში პანკისელი ოჯახი დაიღუპა. ოსმან ტოხოსაშვილის, მისი მეუღლისა და 8 წლის შვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ხეობაში ადასტურებენ.

ჯოყოლოსა და ბირკიანში სამძიმრის მიღება დღეს უკვე დაიწყეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ცოლ-ქმრისა და მცირეწლოვანი ბიჭის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გავრცელდა, თუმცა ამ დრომდე დადასტურებული არ იყო.

მათივე თქმით, ოჯახი დაბომბვას ემსხვერპლა. ოსმან ტოხოსაშვილი სირიაში 4 წლის წინ წავიდა და ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა. პანკისელების სირიაში დაღუპვის ეს უკვე 30-ე შემთხვევაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g