LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანკისის ხეობაში ადგილობრივები, რომლებიც ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, პოლიციას დაუპირისპიდნენ

130
Untitled

პანკისის ხეობაში დაპირისპირება გრძელდება. სამართალდამცავებს გზა აქვთ გადაკეტილი, თუმცა მოსახლეობამ შემოვლითი გზით შეძლო ჰესის მშენებლობის ადგილზე, მისვლა. ისინი ხელეკეტებით არიან შეიარაღებულები და პოლიციას წინააღმდგობას უწევენ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძემ პანკისის ხეობაში შეკრებილებს დიალოგისკენ მოუწოდა.

როგორც საბანაძემ ადგილზე განაცხადა, ჰესის სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია. ის სთავაზობს აქციის მონაწილეებს წავიდნენ თელავში და საკითხზე მოლაპარაკებები გამართონ.

„გეუბნებით ყველას, როგორც ჩვენს მოქალქეებს, ვინც კანონს დაარღვევს და პოლიციელს შეეხება, უმკაცრესად დაისჯება. სანაცვლოდ გეუბნებით, პოლიციელი უკანონო ქმედებას არ ჩაიდენს.

გამოყავით თქვენი წარმომადგენლები, წავიყვანოთ თელავში, ჩამოვყალიბდეთ და ვისაუბროთ თემაზე. მოგიწოდებთ მშვიდობისკენ. პოლიცია მოწოდებულია, აღასრულოს კანონი და დაიცვას თქვენი ინტერესები. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. მუშაობა შეჩერებულია. დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ“,- განაცხადა საბანაძემ.

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობაზე მომუშავე ტრაქტორის ხელის შეშლა სცადა ადგილობრივმა მოსახლეობამ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები დაუშინეს. სპეცრაზმმა შეკრებილების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი გამოიყენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g