შეიარაღებული დაპირისპირება პანკისის ხეობაში და დაკავებული პირები – მკვლელობის საქმეზე არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი თბილისისკენ მოდიოდნენ. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
„ორივე დაკავებულს ვიცნობ. ერთ-ერთი ჩემი ძმისშვილია – არბი ქავთარაშვილი და მეორე რამაზ ხანგოშვილი ჩვენი ნათესავია“, – ამბობს დაჭრილის დროით მერაბ ქავთარაშვილმა.
რაც შეეხება სხვა დეტალებს, მერაბ ქავთარაშვილი აცხადებს, რომ ინფორმაცია არ აქვს.
შეგახსენებთ, შსს-მ პანკისის ხეობაში შეიარაღებული დაპირისპირებისას ვისო მუთოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ახმეტის მუნიციპალიტეტში, შეიარაღებული დაპირისპირებისას მომხდარი, 1982 წელს დაბადებული ვ.მ.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს. დაკავებულია 2 პირი: 1998 წელს დაბადებული ა.ქ. და 1990 წელს დაბადებული რ.ხ.
ამ ეტაპზე, საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლების კვალიფიკაციით, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.