ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ახალი ტურისტული ლოკაცია – „ტერავინო“ გაიხსნა. ის ღვინის სადეგუსტაციო მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც სამ სართულზე ღვინის საცავს, პროფესიონალურ მაღაზია-სალონს, რესტორანს, ბარსა და ტერასას აერთიანებს. „ტერავინო“ მორიგი ქართული ინვესტიციაა KTW ჯგუფისგან, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 4 მილიონი ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ „ტერავინოს“ რესტორნის სივრცე 150 ადამიანზეა გათვლილი, ტერასას კი 100 სტუმრის მიღება შეუძლია. „ტერავინოს“ ბარის და ტერასის ვიტრაჟებიდან ყაზბეგის მთებზე ულამაზესი, 360 გრადუსიანი პანორამული ხედი იშლება.
ცნობისთვის, „ტერავინოში“ 30-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, რომელთა ძირითად ნაწილს ადგილობრივი კადრები წარმოადგენენ.