თუკი ჯასტინ ტიმბერლეიკისა და ჯესიკა ბილის თაყვანისმცემელი ბრძანდებით, დიდ გაუგებრობაში მოხვდებით. სოციალურ ქსელში ფოტო/ვიდეო მასალა გავრცელდა, სადაც 38 წლის ჯასტინი, 30 წლის ალიშა ვეინრაჰტთან ხელიხელჩაკიდებული საუბრობს.
https://www.instagram.com/p/B5PC_IfFNwf/?utm_source=ig_embed
მსახიობები პაპარაცებმა აივანზე შენიშნეს, სადაც დიდი ხალხმრავლობა შინიშნებოდა. როდესაც ჯასტინი და ალიშა მარტო დარჩნენ, მათ ხელი ერთმანეთს ჩაკიდეს და ასე საუბრობდნენ.
ცნობისთვის, კადრები ახალ ორლეანში იქნა გადაღებული, სადაც ფილმის Palmer გადაღებები მიმდინარეობს, ფილმში მთავარ როლებს, სწორედ ჯასტინი და ალიშა ასრულებენ.
შეგახსენებთ, ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯესიკა ბილის წყვილი ერთ-ერთ ყველაზე მყარ ჰოლივუდურ წყვილად არის მიჩნეული, ისინი 4 წლის ვაჟს ზრდიან.