LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი „ალტ-ინფოს“ აკრძალვის შესახებ ომბუდსმენის სარჩელზე: სახალხო დამცველს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება არ აქვს

169
შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს სახალხო დამცველს უფლებამოსილება არ აქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართოს. პაპუაშვილის განმარტებით, ომბუდსმენის მომზადებული სარჩელი სასამართლოს უფლებამოსილი სუბიექტის მიერ წარედგინება.

„ჩემი განსახილველი საკითხი არ არის, თუკი შესაბამისი სუბიექტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. ამ შემთხვევაში, ომბუდსმენს ეს უფლებამოსილება არ აქვს, მაგრამ მან განაცხადა, რომ ის მიმართავს იმ სუბიექტებს, რომელთაც ეს უფლებამოსილება აქვთ. მათ შორის, ესენი არიან დეპუტატებიც. სარჩელს თუ შეიტანენ, საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს.“– განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ „ალტ-ინფოს“ ბაზაზე დაფუძნებული „კონსერვატიული მოძრაობის აკრძალვის შესახებ კონსტიტუციური სარჩელი მოამზადა. როგორც ნინო ლომჯარია აცხადებს, აღნიშნული პარტია 2021 წლის 5 ივლისის უკანონო ქმედებების და ფართომასშტაბიანი ძალადობის ორგანიზატორებმა შექმნეს, რომელთა მრავალი წინარე და შემდგომი განცხადება კონსტიტუციური წყობილების დამხობის ნიშნებს შეიცავს, აღვივებს სხვადასხვა ტიპის შუღლს, ახალისებს ძალადობას ან თავად შეიცავს ძალადობის ნიშნებს და წარმოადგენს ომის პროპაგანდას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g