LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი: “მიჭრის, ჭიდაობის და დაუმორჩილებლობის აღკვეთა ძალადობა არ არის”

80
BeFunky-collage (12)

“ძალადობა არ არის მიჭრის, ჭიდაობის და დაუმორჩილებლობის აღკვეთა, მათ შორის, დეპუტატის მიერ.”-ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატ თინა ბოკუჩავასთან დაკავშირებით პლენარული სხდომის დარბაზში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებულ კითხვას.

მისივე თქმით, ძალადობა იყო პარლამენტის თავმჯდომარესთან მიჭრა და სპიკერატის მისადგომთან ორ მანდატურთან ჭიდაობა.

ალეკო ელისაშვილი: “მაგიდაზე შეხტომა, კივილ-წივილი, ქალი დეპუტატის იღლიაში ამოჩრა და აქეთ-იქით ტრიალი, არ არის პოლიტიკა”

„სამწუხაროდ, ოპოზიციის ქცევის გამო ჩვენ გუშინაც და მანამდე სხდომაზეც ფაქტობრივად მანდატურის ფუნქციის შეთავსება მოგვიწია, რაც არავის სიამოვნებს.

ზოგადად, მნიშვნელოვანია, რომ ის უმსგავსობა, რასაც ჩვენ ბოლო რამდენიმე სხდომა ვხედავთ და რისი ტრადიციად დამკვირდრებაც “ნაციონალურ მოძრაობას” სურს, პარლამენტში ვერ დამკვიდრდეს. სპიკერატი არის თავმჯდომარის ადგილი. ტრიბუნა – მომხსენებლის.

ყველამ, მიუხედავად სქესისა, პატივი უნდა სცეს ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ელემენტარულ წესებს. ისტერიის და წარმოდგენების ადგილი პარლამენტში არ არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

“კარგად დავინახეთ “ქართული ოცნების” წევრები როგორ მიათრევდნენ თინას – ენმ პაპუაშვილისა და მგალობლიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვს

შალვა პაპუაშვილი: დაბრალებებს არ ვიყოთ, რა ძალადობა? – თინასთან ვწუხვარ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g