პარაგვაის კონგრესის შენობას დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს. ბიბისი-ს ცნობით, პროტესტი კონგრესში განხილულ კანონპროექტს მოჰყვა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტს მეორედ არჩევის საშუალებას აძლევს.
1992 წლის კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც 35-წლიანი დიქტატურის შემდეგ მიიღეს, პარაგვაიში პრეზიდენტს მეორე ვადით არჩევა არ შეუძლია. მას ერთი 5-წლიანი ვადით ირჩევენ.
პარაგვაის პრეზიდენტი ორასიო კარტესი ცდილობს გააუქმოს ეს შეზღუდვა და მეორე საპრეზიდენტო ვადით აირჩეს.