LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარალიმპიური ჩემპიონებისთვის დაწესებული პრემიით საქართველო მსოფლიოში მეორეა

130
პარალიმპიური ჩემპიონები

საქართველო პარალიმპიური ჩემპიონებისთვის დაწესებული პრემიის რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

ამერიკული ტელეკომპანია CNBC-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის  თანახმად, პარალიმპიური ჩემპიონებისთვის დაწესებული ფულადი ჯილდოს მოცულობით საქართველოს მხოლოდ სინგაპური უსწრებს.

სტატიაში, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტისგან მოპოვებულ ინფორმაციას ეყრდნობა, აღნიშნულია, რომ სინგაპური პარალიმპიურ ჩემპიონებს 380 000 აშშ დოლარს გადასცემს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პარალიმპიური ჩემპიონებისთვის დაწესებული პრემია კი მილიონი ლარია.

სტატიის თანახმად, მესამე ადგილზე საპრიზო თანხის მოცულობით არის ისრაელი – 273 000 აშშ დოლარით, ხოლო მომდევნო ადგილებს ინაწილებენ მალაიზია და ჰონგკონგი შესაბამისად 230 000 და 192 000 აშშ დოლარით.

პარიზი პარალიმპიურ თამაშებს 28 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე მასპინძლობს. პარაოლიმპიადაზე 14 ქართველი სპორტსმენი 6 სახეობაში იასპარეზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g