LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზი, მილანი, ლონდონი – 10 ქართული კომპანია საერთაშორისო მოდის კვირეულებზეა წარმოდგენილი

75
616d4da0a1ef1

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით და ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის – “კლასტერები განვითარებისთვის” მხარდაჭერით, 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის მოდის კვირეულის თანმდევ ღონისძიებებში 10 ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ ქართველი დიზაინერების კოლექციები წარმოდგენილია მოცემულ სექტორში მსოფლიოს 5 წამყვან ქალაქში: პარიზი, მილანი, შანხაი, ლონდონი, სინგაპური.

საერთაშორისო მნიშვნელობის შოურუმებს, რომლებიც მოდის კვირეულების ფარგლებში წელიწადში ოთხჯერ იმართება, ყოველწლიურად 100 000-მდე კომპანია, 130 000-ზე მეტი პროფესიონალი შემსყიდველი და პრესის წარმომადგენელი სტუმრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g