BBC ავრცელებს გრაფიკულ ფოტოს, რომელზეც ჩანს, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რა ნაწილი განადგურდა ხანძრის შედეგად.
როგორც ფოტოზე ჩანს, ხანძარმა მთლიანად მოიცვა ჯვრის ფორმის გუმბათი, მასზე აღმართული სვეტის ჩათვლით. ხანძრის შედეგად სრულად დაიწვა ტაძრის სახურავი. უვნებელია გარე ფასადი, ორი მთავარი კოშკის ჩათვლით, კარიბჭე და ტაძარში დაცული უნიკალური ქანდაკებები.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარს რამდენიმე საათიის განმავლობაში დაახლოებით 400 მეხანძრე და სპეციალური ამწევი პლატფორმებით აღჭურვილი 15 სახანძრო მანქანა ებრძოდა. მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. გადარჩენილია მთავარი რელიკვიებიც – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა.