LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზში, ეიფელის კოშკთან, თავდამსხმელმა ერთი ტურისტი მოკლა და ორი დაჭრა

176
French police secures the access to the Bir-Hakeim bridge after a security incident in Paris, France December 3, 2023. REUTERS/Stephanie Lecocq

პარიზის ცენტრში, ეიფელის კოშკთან ერთი პირი ტურისტებს თავს დაესხა. მან დანით ერთი ტურისტი მოკლა, ორი – დაჭრა.

პოლიციის ცნობით, დაღუპული ტურისტი გერმანიის მოქალაქე იყო.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 26 წლის თავდამსხმელი საფრანგეთის მოქალაქეა. მის ვინაობა უცნობია. ცნობილია, რომ 2016 წელს ოთხი წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ისლამისტურ შეთქმულებასთან კავშირისთვის. ასევე ცნობილია, რომ მას ფსიქიკური აშლილობა სჭირს.

მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, თავდამსხმელი გაიძახდა „ალაჰუ აკბარ!“ („დიდ არს ალაჰი“), მოგვიანებით მან თავისი ქმედება იმით ახსნა, რომ სურდა შური ეძია მუსლიმების ტანჯვისთვის ღაზის სექტორსა და ავღანეთში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g