„დეილი მეილის“ ინფორმაციით, ტრანსპორტი ქალაქის ცენტრის გავლით ეიფელის კოშკისკენ მიემართებოდა და ადრენალინის მოყვარულებიც მას სწორედ ამ გზაზე ელოდებოდნენ. როგორც ექსტრემალების მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, ისინი ერთ-ერთ ვაგონს დაახტნენ და შემდეგ ასევე ხტომა-ხტომით სხვა ვაგონებზე გადავიდნენ.
მათი აზრით, ეს დრაივის და ადრენალინის მიღწევის საუკეთესო გზაა. თუმცა, ასე არ ფიქრობენ ტრანსპორტის დეპარტამენტში და ისინი ახალგაზრდების ქმედებას სასტიკად გმობენ.