LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზში მცხოვრები ქართველი ექიმი: ,,კოვიდით სიკვდილი საშინელი სანახავია…”

524
beruashvili

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ენდოკრინოლოგი, სოფიო ბერუაშვილი აქვეყნებს პოსტს მოწოდებით, გავუფრთხილდეთ სამედიცინო პერსონალს და არ დავუშვათ ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა.

გთავაზობთ მის არგუმენტებს:

“ხალხო! ვინც უნდა გადაგარჩინოთ, ის გეუბნებათ, მზად არ ვართ და არც მატერიალური რესურსი არ გვაქვს სათანადოო… გაიგეთ ხალხო, კოვიდით სიკვდილი საშინელი სანახავია, იხრჩობიან პაციენტები, უმძიმესი ჰიპოქსია უვითარდებათ, მიუხედავად ინტუბაციისა! გვაფრთხილებენ, მასიურად გავრცელების შემთხვევაში ვერ აუვალთ პაციენტებსო, ვერ დაგაინტუბირებთო, ექიმები არ გვეყოფაო, აპარატები არ გვაქვსო! ზოგიერთი კლინიკამდეც ვერ მიაღწევსო! ვის იმედზე ხართ? შანსი მოგვეცა სხვის შეცდომებზე ვისწავლოთ, წამოწექით მხარ-თეძოზე და აცადეთ პროფესიონალებს საქმის კეთება!

P. S. საინფორმაციო საშუალებებსაც დიდი წვლილი მიუძღვით სიტუაციის გაბანალურებაში: ყოველ დღე ვკითხულობთ “10 ახალი შემთხვევაა, მაგრამ 5 უკვე გამოჯანმრთელდა, აი, 70 წლის კაცი გადაურჩა, იქ 80 წლის ბებო გაეწერა, აქეთ ვიღაც აპარატიდან მოხსნეს და უნდა ვიზეიმოთ…” და რა გვიხარია ? ნამეტანი პოზიტიურები ვართ ამ ვირუსთან მიმართებაში! გგონიათ, ქართველები ყველაზე მაგრები ვართ და კორონა ვერას დაგვაკლებს!? თუ ასე გაგრძელდა, გარდაცვლილების თვლას ვერ აუვალთ…
ყველაზე საშიშ პერიოდში შვედით, ნუ გავიწყვიტავთ თავს საკუთარი უგუნურობის გამო!”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g