მსოფლიოში ყველაზე დიდი ყინულის მოედანი პარიზში გაიხსნა. გიგანტური სასრიალო მოედანი ელისეის მინდვრების სიახლოვეს “გრანდ პალასის” სასახლეში განთავსდა. სასახლე საშობაო სამზადისში წელს უკვე მესამედ ჩაერთო და განსხვავებით წინა წლებისგან უზარმაზარი – 2700 კვ/მ ფართობის საციგურაო მოედანი გახსნა. დარბაზის დასამზადებლად ერთი კვირა და უამრავი ადამიანის ძალისხმევა გახდა საჭირო.
აღსანიშნავია, რომ ყინულის ქვეშ მოთავსებულია სპეციალური მილები, რომელშიც გლიკოლი მოძრაობს და ზედაპირზე წყლის გაყინვას უზრუნველყოფს. საღამოს 9 საათიდან კი მოედანი საცეკვაო სივრცედ გადაიქცევა, სადაც სტუმრების განწყობაზე სინათლის შოუ და დიჯეები ზრუნავენ.